გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

12-02-2020


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გრძელდება.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - თორია, უჩმანა, ეშტია და ღაურმა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს, 12 თებერვალს ჩატარდა.


შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინოწმინდა - ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერი -ანი მოსოიანი, მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, სპეციალისტები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და პრობლემებზე ისაუბრეს.


საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით თითოეულ სოფელში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
1. თორია სპორტული სკოლის მშენებლობა
2.უჩმანა - პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობა 
3. ჰეშტია პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობა 
4.ღაურმა- პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930