13-03-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, ბოლქვაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის, ხაზინის, ნიშნიანიძის, გულუას, დიდი ხეივნის, შარდენის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე ელბაქიძის აღმართის, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ანანურის, როდენის, ჯავახიშვილის, სანაპიროს, საქანელას, ვერეს, მელიქიშვილის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სამგორის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 12 საათამდე ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ), სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, ლუსინიანის, არბოშიკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე სოფელი ნატბეურის, ვაშლიჯვრის დასახლების და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლები.