გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს

13-03-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის პროცესს გაეცნო.


ინფრასტრუქტურული სამუშაოს ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. გზის მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 625 000 ლარია.


„სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ და მოსახლეობის მოთხოვნით ბეტონის დაგების სამუშაოებს წელსაც აქტიურად ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარს ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი აქვს, ამიტომ მოსახლეობა ამ გზით კომფორტულად დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930