გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი ბანკი თავის მომხმარებლებს სესხებზე 3 თვიან შეღავათებს სთავაზობს

13-03-2020

ლიბერთი ბანკმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.*

 

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად.

 

"გადაწყვეტილება მივიღეთ 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ  ეკონომიკური სტიმულირების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ  მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

* მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე

 

** ნებისმიერი შეკითხვით მომხმარებლებმა უნდა მიმართონ ბანკის ცხელ ხაზს: 032 255 55 00 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930