გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

13-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, კორპუსთან მდებარე ეზოებსა და სკვერებში არსებული ბავშვთა გასართობი მოედნები, საქანელები, სკამები და სხვა ინფრასტრუქტურა დღეში, მინიმუმ, ერთხელ სველი წესით დამუშავდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბავშვების ეზოებსა და სკვერებში სუფთა ჰაერზე გასეირნება ინფექციის გამო არ უნდა შევზღუდოთ, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოვაწესრიგოთ.

"ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით, არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად - როგორც სახლს ალაგებთ ისე. ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყო ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრივი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

interpresnews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930