13-03-2020
მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ რომელმაც ინიციატივა გამოხატა. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ფონდი „ქართუს“ მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი იმისა, რომ მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, თუ სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი რესურსი მიმართვას ყველას ვინც ამის მზაობას გამოთქვამს, პირველ რიგში კი ქართუ ფონდს.
„ის რესურსი, რომელიც ახლა ჩვენ ვთქვით, ეს სრულად უკვე დათვლილი და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან. თუ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართავთ პირველ რიგში ქართუ ფონდს და ყველას, ვინც მზაობას გამოავლენს, - განაცხადა პრემიერმა.