გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს, ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას

13-03-2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე მოქალაქეებს მოუწოდა პირადი ჰიგიენის დაცვისკენ და ერთმანეთის ზრუნვისკენ.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ:

ხშირად დავიბანოთ ხელი!

მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს!

არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ!

არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს!

რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები!

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს, ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, - მოუწოდა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930