13-03-2020
საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს კვლავ გაუფასურდა და ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფსიქოლოგიურ, 3-იან ნიშნულს მაქსიმალურად მიუახლოვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,9942-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,3421 ლარია.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დღეს ინტერვენცია განახორციელა და 20 მილიონი დოლარი გაყიდა.