გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს

13-03-2020

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას.


სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.


ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოვლინდნენ დამრღვევი პირები, რომლებიც გადაყვანილი არიან იძულებით საკარანტინო ზონაში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

კონტროლისა და მონიტორინგის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას და აფრთხილებს.


ასევე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს საკარანტინო ზონების მონიტორინგსა და დაცვას.


ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით (https://www.police.ge) და მომსახურების სააგენტოს (https://www.sa.gov.ge), ერთიანი მომსახურების ცენტრებს (ტელეფონი: 2414242) და მიგრაციის დეპარტამენტს (ტელეფონი: 2419607; 2419634; ელ.ფოსტა: migration@mia,gov.ge)


მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაძლო სტრუქტურული ერთეული, რომლებსაც შესაძლებლობა გააჩნია, გადაყვანილია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930