გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა უკან არ მისდევს ვირუსს, წინმსწრებ ნაბიჯებს დგამს

14-03-2020

საქართველოს მთავრობა უკან არ მისდევს ვირუსს, არამედ წინმსწრებ ნაბიჯებს დგამს და ამიტომაც გვაქვს პაციენტების ეს ოდენობა - ამის შესახებ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ აჩვენა სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება. „საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რადგან საქართველოში არის დაინფიცირებული პაციენტები ნაკლები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არ გადაგვედება. ყველა უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი საკუთარ თავთან. კიდევ უფრო უნდა ვმობილიზდეთ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა, როგორც დღეს არის, დარჩეს მართვადი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, განგაშის საფუძველი არ არის, მაგრამ საფუძველი არის იმისა, რომ „ყველა ვიყოთ საკუთარ თავთან მკაცრები“. „ასეთ პირობებში ჩვენ შევძლებთ ვირუსთან ისევე ეფექტურად გამკლავებას, როგორც დღეს არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მთავრობა მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და შეზღუდვები შეიძლება კიდევ შემოვიდეს. ვიმუშავოთ, რომ ვირუსი ერთმანეთისგან არ გადაგვედოს და არ გახდეს უმართავი ეპიდემია“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930