15-03-2020
ზუგდიდში, წუხელ, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ამავე ცნობით, პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბინაზე უკვე გაეწერა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.