გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ვიდეო
კარანტინზე გადასული იტალიელები აივნებზე ყოველ საღამოს მღერიან

16-03-2020

იტალიაში გამოცხადებული კარანტინის პირობებში ქვეყნის მასშტაბით ფლეშმობი დაიწყო, რომლის მონაწილეებიც ხალხს მოუწოდებენ აივნებზე გამოვიდნენ და სიჩუმე დაარღვიონ. ფლეშმობის მიზანი ერთმანეთის მხარდაჭერა და გამხნევებაა. იტალიელები აივნებზე ყოველ საღამოს, 18:00 საათზე გადიან. შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

იტალიაში კორონავირუსით 14 955 ადამიანია ინფიცირებული, 1266 გარდაცვლილი და 1439 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930