გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

16-03-2020

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის განკარგულების შესაბამისად საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.


მერმა მთავრობის განკარგულების მიხედვით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები განიხილა და მერიის სამუშაო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ ისაუბრა.


ემზარ საბანაძის განცხადებითთითოეული ადამიანი მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით უნდა მოეკიდოს გაჟღერებულ რეკომენდაციებსშესაბამისად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავსასევე გარშემომყოფებს.


"მსგავს სიტუაციებში კატეგორიულად მიუღებელია ისეთი დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქცევა განსაკუთრებით კი საჯარო მოხელისგან, რაც ზრდის დაავადების გავრცელების და გადატანის რისკს გარშემომყოფებში", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.


ამავე განკარგულების თანახმად მერია გადადის დისტანციური მუშაობის პრინციპზე, მაქსიმალურად იზღუდება მოქალაქეთა მიღება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მიიღონ მაქსიმალურად ამომწურავი სატელეფონო მომსახურება, ისარგებლონ ელექტრონული სისტემებით და დაიცვან გაჟღერებული რეკომენდაციები.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930