გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს

16-03-2020

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნადაძე აცახდებს, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს.

“ეპიდვითარება მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის შეფასებული და ქვეყნების მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.


საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს და ამ ეტაპზე შედეგიც შესაბამისია, თუმცა ვითარება სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების საშუალებას მაინც არ იძლევა.


პრემიერის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც, გარდა საერთო რეკომენდაციებისა, მუშავდება დამატებითი რეგულაციები, შეზღუდვები და მონიტორინგის მეთოდები. იხილება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი. გარდა შეზღუდვებისა აქტიურად მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მომზადება და გაფართოვება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა.


ვირუსი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც. ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებითაც. დაწესდა საგადასახადო შეღავათები და გადავადდა სასესხო ვალდებულებები. ტვირთბრუნვა ქვეყანაში არ შეჩერებულა.


განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც, რის გარეშეც სასურველ შედეგზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სამწუხაროდ გვაქვს მოქალაქეების მხრიდან დაუმორჩილებლობის და ხშირად უსაფუძვლო უკმაყოფილების ფაქტებიც არა და უპასუხისმგებლობამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს” , - განაცხადა ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930