16-03-2020
გუდაურში არსებული კაფე-ბარი „მთვრალი ალუბალი“ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაურეკეს კაფე-ბარის ადმინისტრაციას და აცნობეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩასული 6 ჩეხი ტურისტიდან, 3-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კაფე-ბარის ადმინისტრაცია სტუმრებს, რომლებიც კაფე-ბარში 4 მარტიდან 10 მარტამდე იმყოფებოდნენ ურჩევს, რომ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.
“დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში.
ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას ...
ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...
იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება ...
გისურვებთ ჯანმრთელობას“ - წერია განცხადებაში.