გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურიაში მოხალისეების ჯგუფები შეიქმნა

16-03-2020

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.

ქალაქი ლანჩხუთი 7 ჯგუფი - სოფლები 16; ქალაქ ოზურგეთში 26 კაციანი ჯგუფი, რომლებიც საჭიროებისამებრ დაიყოფა რამდენიმე ჯგუფად. ასევე, 28 ჯგუფი შექმნილია ოზურგეთის სოფლებზე. დაბა ჩოხატაური - 1 ჯგუფი - სოფლები 37 ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფები მოემსახურება როგორც დაბა/ქალაქს ასევე, სოფლებს და თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ეყოლება მოხალისეთა ჯგუფი. პირველ ეტაპზე ჯგუფები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს, აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. ასევე, დაკომპლექტდება მოხალისეთა მეორე ჯგუფი, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. მოხალისემ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა.

საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, მათ შორის სოციალურდ დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას ბინაზე მიართმევენ საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს. ასევე, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში, არსებული საკვების მარაგი, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა. შეიცვალა უფასო სასადილოებში საკვების გაცემის წესიც. ბენეფიციარები, საკვებს ადგილზე ჭამის ნაცვლად, შესაბამისი კონტეინერებით თან წაიღებენ. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის გამო, გურიის რეგიონის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930