16-03-2020
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე COVID-19-თან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხი განიხილეს.
ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაწყების შესახებ.
ემზარ საბანაძის განცხადებით, მერიაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის და მოსახლეობამ შეძლოს სრულყოფილი მომსახურების მიღება დისტანციური სამუშაო რეჟიმის პირობებშიც, რაც მთავარია გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები.