გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

16-03-2020

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება. გადაწყვეტილება, კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.


როგორც, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ჩეხი ტურისტის დაინფიცირება გახდა.


"ჩეხი მოქალაქე იმყოფებოდა გუდაურში. 8 მარტს მას გამოუვლინდა სიმპტომები და 10 მარტს გაემგზავრა ჩეხეთში. მას კორონავირუსი ჩეხეთში დაუდგინდა. მოქალაქეს კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და დაადასტურა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები დავაწესოთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 33 ადამიანია ინფიცირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930