გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენ მოვნახავთ ყველას ვინც საჭიროა, დანარჩენები წყნარად, მშვიდად იყვნენ - პაატა იმნაძე გუდაურის შემთხვევაზე

16-03-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ იმ ჩეხ ტურისტზე ისაუბრა, რომელიც გუდაურში ისვენებდა და რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პაატა იმნაძის თქმით, ჩეხმა ტურისტმა მათ მჭიდრო კონტაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რაც რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეების მოძიებას აიოლებს. 

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჩეხ ტურისტს, რადგან ისე დეტალურად გამოგვიგზავნა თავისი ისტორია საქართველოში მოგზაურობის შესახებ, თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალიან გაგვიადვილა საქმიანობა და იმ ადამიანების მოძიება, ვინც იყვნენ მასთან მჭიდრო, ახლო კონტაქტში  დროის გარკვეულ მონაკვეთში. რაც შეეხება დანარჩენს, ვინც გუდაურში იყო, ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით პანიკაა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს იქ ვინმე ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო. დანარჩენები წყნარად, მშვიდად, იყვნენ. თუ ძალიან ნერვიულობენ, თვითიზოლაციაში და თუ რაიმე სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო სამსახურებს,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსის დადასტურებისა, ჩეხი ტურისტი საკუთარ სახლში გადის მკურნალობას, რადგან სტაციონარული მომსახურეობა არ ესაჭიროება. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930