გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საქართველოს რკინიგზა" ტვირთმფლობელებს სიახლეს სთავაზობს

16-03-2020

შექმნილ მდგომარეობაში, საქართველოს, აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიასა და სომხეთს შორის მიმოსვლასთან დაკავშირებით, სს "საქართველოს რკინიგზა" ითვალისწინებს ტვირთმფლობელების და ბიზნესის საჭიროებებს და სთავაზობს მათ მნიშვნელოვან სიახლეს - უმიკლეს ვადებში და კონკურენტუნარიანი ტარიფებით საავტომობილო გზავნილების კონტეინერებში გადატვირთვას და სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით:

ფოთი/ბათუმი/თბილისი-აზერბაიჯანი;

ფოთი/ბათუმი/თბილისი-ცენტრალური აზია;

ფოთი/ბათუმი/თბილისი-სომხეთი

საქართველოს რკინიგზა საკონტეინერო გადაზიდვებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ტვირთბრუნვას და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ბიზნესის დაცვას უარყოფითი ეფექტისგან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930