გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად შევინარჩუნოთ რამდენიმე ავიამიმართულება ევროპიდან საქართველოში

16-03-2020

„ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის საქართველოსთან. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც მოემსახურება „აირზენა“ და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან ოპერატიულად იქნება ხოლმე გავრცელებული“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„საგარეო საქმეთა მინისტრმაც განმარტა, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნულ, ქართულ კომპანიაზე - „აირზენაზე“ და მის რესურსზე. „აირზენა“ მაქსიმალურად, ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, რადგან ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი და ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ნათია თურნავას შეფასებით, იმ ფონზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, რის გამოც სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, საქართველოშიც მინიმუმამდეა დაყვანილი პირდაპირი ფრენების რაოდენობა და არის მოლოდინი, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930