გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება

16-03-2020

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ლოზანის გრან პრის გამარჯვებული, ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა.

ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას
აღნიშნავს.

ამავდროულად, ძაგნიძე მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ამირან გამყრელიძეს.

ნანა ძაგნიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების დასაცავად წავიდა.

"როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში
ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს,
ოჯახებს, საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ
ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!" - აცხადებს ნანა ძაგნიძე.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031