17-03-2020
სასულიერო პირები კორონავირუსის გამო, დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.
კურთხევის ცერემონია სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძრიდან დღეს 13:00 საათზე დაიწყება.
"12:00 საათზე სამებაში შესრულდება წყლის კურთხევა, მოსახლეობას დალოცავენ, გამოყენებული იქნება სპეციალური ავტოკოლონები, რომლის საშუალებითაც მოძღვრები გადაადგილდებიან სხვადასხვა უბნებში და მოახდენენ როგორც წყლის სხურებას, ასევე დალოცავენ მოსახლეობას", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ.