გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ ცაგარელი: სააკაშვილს ვურჩიე გამოელოცა, დამიჯერა და შფოთვებმა გაუარა

17-03-2020

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იხსენებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ მანამ, სანამ პირველი პირი გახდებოდა, უძილობა და შფოთვები აწუხებდა და მდგომარეობიდან სწორედ მისი რჩევით გამოვიდა.


"სააკაშვილის ვარსკვლავს ახლა უკვე აღარაფერი ეშველება. მახსოვს, 2001 წელს ძალიან ცუდად იყო, უძილობა სჭირდა, სულ შფოთავდა და აგრესიული ხდებოდა ხოლმე.


მაშინ ვურჩიე გამოელოცა და განიკურნებოდა. დამიჯერა... სპეციალურად მისთვის მოძღვარი კვეთებულის ლოცვებს კითხულობდა და გამოვიდა კიდევაც მდგომარეობიდან. ამის შემდეგ დაიწყო მისი აღმავლობა და გახდა კიდეც პრეზიდენტი.


ახლა გამოლოცვაც ვეღარ უშველის იმდენად დაბიძურებული აურა აქვს"-განაცხადა ცაგარელმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში, რომელიც გამოცემამ 2013 წლის 7 ოქტომბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 20 დღით ადრე გამოაქვეყნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930