17-03-2020
ბრაზილიის ციხეებიდან ასობით პატიმარი გაიქცა.
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დროისთვის გაქცეული პატიმრების რაოდენობა ზუსტდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებულების საპატიმროებიდან გაქცევას COVID 19-ის პრევენციის გამო, დროებით გათავისუფლების გაუქმება უძღოდა წინ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გაქცეულია 1000-მდე პატიმარი.