გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე: ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას

17-03-2020

„მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომელთა სახელების ხსენებაზეც სრულიად საქართველო ერთიანდება. ესენი არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები- პროფესიონალები თავიანთი საქმის, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და მზრუნველობით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დააღწევს თავს ამ გართულებას. ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და განსაკუთრებით გამოყო შექმნილ ვითარებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, დროული, ოპერატიული და გამართული მუშაობა. პარლამენტის წევრმა სიმშვიდისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.


„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ურთიერთ გამხნევებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას კარგი მაკოორდინირებელი საქმიანობისთვის მადლობა ჩვენს მთავრობას, მის პირად შემადგენლობას დროულობის, ოპერატიულობის და გამართული მუშაობისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გონივრულად მოეკიდა ამ სირთულეს, შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი. მინდა იმედიანი შეძახილით მივმართო ასევე სრულიად საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს“,-განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031