17-03-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის განცხადებით ჯანდაცვის სისტემა მაზად არის გავრცელების ეტაპისთვის.
„უნდა ვიყოთ მზად გავრცელების ეტაპისთვის. ჯანდაცვის სისტემა ბევარდ მეტად მზად არის ვიდრე აქამდე ყოფილა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
პრემიერ-მინსტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების ეტაპზე.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს. კარანტინის რეჟიმში 1008 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 ადამიანი რჩება.