17-03-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!