17-03-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან მაკა მამარდაშვილთან და მოხალისეებთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას ვირუსის პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ორენოვან ფლაერებსა და პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.