გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: ჩვენ რეალურად არ ვიცით ეპიდემიის რა მასშტაბი გვაქვს ქვეყანაში

17-03-2020

საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.


ჯაშმა მადლობა გადუხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მედიკოსებს, მესაზღვრეებს, პოლიცილებს და ჟურნალისტებს ასეთი მნიშვნელოვანი გამიწვევის დროს პირველ ხაზზე დგომისთვის.


მისივე თქმით, რეალურად არ ვიცით ეპიდემიის რა მასშტაბია ქვეყანაში.


„დღეს, საქართველო 150 ქვეყანასთან ერთად ებრძვის კორონავირუსის გლობალურ პანდემიას. მადლობას გადავუხდი ბრძოლის პირველ ხაზზე მდგომ ყველა ადამიანს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრს, ყველა მედიკოსს, მესაზღვრეს, პოლიციელს, მოხალისეს. არ შეიძლება განსაკუთრებული მადლობა არ მოვუხადოთ ჩვენს ჟურნალისტს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში აწვდიან ჩვენს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და რაც მთავარია, სანდო ინფორმაციას.


ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის სახელით, მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ატარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს კორონავირუსის შემთხვევათა კლასტერული გავრცელების შესახებ.


მისასალმებელია, რომ დაიკეტა საჰაერო სივრცე და ასევე თუკი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქცია მზად არის გავიზიაროთ აღნიშნული პოზიცია.


ჩვენი ფრაქციის სახელით, ვუდასტურებთ თანამშრომლობისთვის მზაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და აქვე მინდა გავაჟღერო მთავარი რეკომენდაცია რომლის გარშემოც გვჭირდება მსჯელობა. გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააჟღერა მთავარი რეკომენდაცია, მთავარი გზავნილი, რომელიც იყო რაც შეიძლება მეტი ტესტირების ჩატარება კორონავირუსის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ვიდრე არ არის ახალ ვაქცინაზე მუშაობა დასრულებული და ვიდრე ტესტირების რეჟიმშია ახალი ანტივირუსული პრეპარატები, ადრეული ტესტირება, ადრეული გამოვლენა რჩება მთავარ იარაღად კორონავირუსთან ბრძოლაში.


მასობრივი ტესტირების გარეშე ჩვენ რეალურად არ ვიცით ეპიდემიის რა მასშტაბი გვაქვს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება გაზრდის იდენტიფიცირებულ შემთხვევებს, ადრეული დიაგნოსტიკა გახდება დროული და ეფექტური და გამოჯანმრთელების გარანტი.


ჩვენი ფრაქციის მთავარი რეკომენდაცია, არის მსჯელობა უფრო მასშტაბურ ტესტირებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მოსახლეობაში და არამხოლოდ საზღვარზე იდენტიფიცირებულ მაღალი რისკის ჯგუფებში " - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930