გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კალაძე: სადისტრიბუციო მანქანებს დღისით გადაადგილება შეეზღუდებათ

15-03-2018

თბილისის მერი კახა კალაძე, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს. მისი თქმით, მიდგომა იგივე იქნება, რაც ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით .

"პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც იცით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში იგივე მიდგომები გვექნება. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, საღამოს რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

„"გვქონდა შეხვედრა, მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები ავარჩოთ”,- განაცხადა მან.

1 მარტიდან თბილსერვისი ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგვის ურნებს 22:00 საათიდან ცლის.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031