გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები, ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით

18-03-2020

მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეები გვყავდეს ინფორმირებულები, ამიტომ იყო სწორედ ეს sms გზავნილები დაწყებული ახლა, როდესაც ვნახეთ, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასობრივად იყო გასავრცელებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, COVID-19 არის გამოწვევა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ჰქონია არც მისი გავრცელების სისწრაფით, არც გლობალური მასშტაბის და მოცულობის თვალსაზრისით.

„ყველა რეცეპტი, რომელსაც დღეს სხვადასხვა ადამიანები აჟღერებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრი. დღეს არ არსებობს, საქართველოს კი არა, ჩვენზე ბევრად უფრო ეკონომიკურად და მეცნიერულად ძლიერ ქვეყნებს არ აქვთ ზუსტად, მიზეზშედეგობრივი კავშირებით შექმნილი გეგმა, რა იქნება ხვალ და რა იქნება ზეგ. ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, შეიძლება შეფასებები იყოს ბევრი. საბოლოო ჯამში, შედეგმა უნდა აჩვენოს ყველაფერი. შედეგი დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ასე თუ ისე, შედარებითია ყველაფერი, პროცესის მართვას ვახერხებთ.

ჩემი მთავარი მესიჯი და აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი რა გახლავთ? ის, რომ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ მარტივი მესიჯი, რომ გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფრო მეტი, გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფო მძიმე, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მზად. შეუძლებელია მსგავს გლობალურ გამოწვევას მთავრობამ უპასუხოს მარტო. რთულია დღეს ამ პროცესების შეფასება და აგიხსნით რატომ - საქართველო, ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები , ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარი არის რა შედეგით და რა დანაკლისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930