18-03-2020
პროგნოზებს არ გავაკეთებ პროცენტებზე, ციფრებზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ შეძლებს, დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ამაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართლ დიალოგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიის ისტორიაში მსგავსი გამოწვევების ასეთი სახით, კონსენსუსებით გადალახვის გამოცდილება არ არსებობს.
„პოლიტიკა ჩვეულებრივი დიალექტიკაა. არის მმართველი ძალა, არის ოპოზიცია, მაგრამ ამ დიალექტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საბოლოო ჯამში გამარჯვებული არ დარჩა მოქალაქე. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ამ პროცესში ჩვენ პროგრესი ვაჩვენოთ, რასაც ვაჩვენებთ. მერწმუნეთ, ვინ მოგებულია და ვინ წაგებული, ან ვინ უფრო მეტი მოიგო ან წააგო, ეს ჩვენი მოქალაქის გადასაწყვეტია და ამას არჩევნები გვიჩვენებს სულ მალე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.