18-03-2020
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი კიდევ 4 პაციენტით გაიზარდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის პასუხები გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. სულ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი იყო 21 ანალიზი, საიდანაც კორონავირუსული ინფექცია 4 პირს დაუდასტურდა.
ეზუგბაიას თქმითვე, ახალ პაციენტებს შორის ბავშვები არ არიან.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, ახალი პაციენტების ისტორია კონტაქტებითაა გადადებული.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1130 პირია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 პირი რჩება.