გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: თითოეულმა ჩვენგანმა პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მშობლების თაობაზე

18-03-2020

ამ გამოწვევის წინაშე, რომლის წინაშეც ჩვენ, ყველანი ერთად და, პირველ რიგში, სახელმწიფო ვდგავართ, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნო და ხაზი მინდა გავუსვა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, მოქალაქემ, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მშობლების თაობაზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ ხალხზე ზრუნვა რომელთაც უდიდესი ღვაწლი აქვთ ჩვენს რეალობაზე, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ეს არ არის შემთხვევითი, ამას თავისი დასაბუთება აქვს. როგორც სამედიცინო, სოციალური და კიდე ბევრ რამ. ადამიანები, რომლებიც არიან 70 წელს ზემოთ ისინი განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან და ისინი ბუნებრივად მეტ ზრუნვას იმსახურებენ ჩვენგან. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით 70 წელს ზემოთ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუქმნან თვითიზოლაციის პირობები. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე უბრალოდ ამ ადამიანებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ იყვნენ იძულებულნი გამოვიდნენ ქუჩაში, იდგნენ რიგებში, რაც არ უნდა იყოს, პენსიისთვის, მაღაზიებში საკვები პროდუქტებისთვის, აფთიაქებში, მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე ქვეყანა ხდება სახელმწიფო და სახელმწიფო ხდება წარმატებული. პრემიერის თქმით, მთავარია, გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, საიდანაც გადავალთ მეტ ორგანიზებულობაზე და ვიზრუნებთ, პირველ რიგში, ჩვენი მშობლების თაობაზე, შემდგომ ბავშვებზე და საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაზე და ამ სახელმწიფოზე.


„ჩვენ ვეცდებით, რომ ამ სოციალური ფენისთვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ სეგმენტს ვინც განეკუთვნება, უახლოეს პერიოდში საქართველოს ფოსტის საშუალებით დავალაგოთ მათი მომსახურეობის მინიმალური საჭირო სტანდარტი იმისთვის, რომ ამ ადამიანებზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, სახელმწიფომაც, მოქალაქეებმაც, მათი ოჯახის წევრებმაც, მათმა მეზობლებმაც, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ ჩვენი ისტორიული მეხსიერების მქონე ერს მსგავსი გამოწვევები ვერ შეაშინებს, შიში ჩვენ ვერაფერს გვიზამს, მთავარია, გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, საიდანაც გადავალთ მეტ ორგანიზებულობაზე და ვიზრუნებთ, პირველ რიგში, ჩვენი მშობლების თაობაზე, შემდგომ ბავშვებზე და საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაზე და ამ სახელმწიფოზე. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მსგავსი გამოწვევების წინაშე ქვეყანა ხდება სახელმწიფო და სახელმწიფო ხდება წარმატებული და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ შევძელით, მიუხედავად რაღაც დაპირისპირებებისა, მიუხედავად რაღაც პოლიტიკური, ზოგჯერ უაზრო კონკურენციისა და ა.შ. ყველამ ერთად ამ გამოწვევების პასუხის პირობებში და პროცესში, ეს ქვეყანა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადავაქციეთ წარმატებულ სახელმწიფოდ, ეს იქნება პირველი და ძალზედ მნიშვნელოვანი და გამარჯვებული პასუხი ვირუსის წინააღმდეგ, მათ შორის, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ის სოციალური ორგანიზებულობა, თუ ორგანიზაცია, რომელიც სოლიდარულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. სხვანაირად, უბრალოდ გაგვიჭირდება. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ამდენ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, იმ პროცესზე, რომლის საფუძველიც უნდა იყოს ერთობა და კონსოლიდირება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930