გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ ჯაფარიძემ რეგიონში COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

19-03-2020


რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


რწმუნებულმა მათ პრემიერთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრის დეტალები და მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო, რაც რეგიონულ დონეზე მათი ჩართულობით უნდა განხორციელდეს.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სასურსათო მომარაგება იყო, მხარის რწმუნებულმა მერებს მუნიციპალიტეტებში ამ კუთხით არსებული ვითარების მოკვლევა და სასურსათო მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა, მისი თქმით, რეგიონში არ არის მოსალოდნელი სურსათის დეფიციტი, არსებობს საკმარისი მარაგი, არ არის რიგები და მნიშვნელოვანია პროდუქტებზე ფასის შენარჩუნება.


შემდეგი თემა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას ეხებოდა, ამ დროისთვის ქალაქებიდან სოფლების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი(ავტობუსი)ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას, რაც შეეხება ქალაქებს შორის მიმოსვლას, შეიზღუდება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.


აგრეთვე განიხილეს რესტორნების, კაფე-ბარებისა და დარბაზების ფუნქციონირების დროებით შეწყვეტა, ქელეხებსა და ქორწილებზე შეზღუდვების დაწესება.


კორონა ვირუსის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ამბროლაურში არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში საკვებს სახლში მიუტანენ.


შეხვედრაზე აგრეთვე, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების , საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის და სხვა საკითხების შესახებ იმსჯელეს,რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული აქტივობები დაიგეგმა.

როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და ამ პროცესში რეგიონის ხელმძღვანელები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930