გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: ესპანეთში ჩვენი საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა

19-03-2020

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ  გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძირა.

 

 

 

„უკვე იცით, რომ გვაქვს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, გარდაცვლილი გახლავთ ხანდაზმული მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა თანმდევი სიმპტომები, ამიტომ გარკვეულწილად იყო გართულებული შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა და ბუნებრივია, ვწუხვარ, ოჯახს ვუზიარებ ჩემს მართლაც გულწრფელ სამძიმარს.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი წესით სამშობლოში გადმოსვენება და ამ ვითარებაში, აუცილებელია რომ გათვალისიწნებული იქნას   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლი. მისივე ინფორმაციისთ ამ საკითხზე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

 

 

 

„სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ჩვეულებრივი პროცედურებით ვერ წავალთ, რადგან  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს სპეციალურად გაწერილი პროტოკოლი, ამიტომ ჩვენი საკონსულო ესპანეთში იმყოფება კომუნიკაციაში ოჯახთან და ბუნებრივია, ოჯახთან შეთანხმებით მოხდება ამ პროცედურების გაწერა.  ჩვენ,  რა თქმა უნდა,  უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიწერ გაწერილ პროტოკოლსა და წესებს.“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

შეგახსენებთ ესპანეთის სამეფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, 73 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა სხვა ქრონიკული დაავადებები.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930