19-03-2020
კორონავირუსის აფეთქება ნატო-ს შესაძლებლობებზე არ ახდენს გავლენას, რაც ოპერაციების ჩატარებასა და მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
“გლობალური პანდემიაა, რომელმაც გავლენა ყველა ჩვენგანზე მოახდინა. ნატო პრევენციის მიზნისთვის თავიდანვე ღებულობდა საჭირო ზომებს, რომ შემცირებულიყო რისკები ჩვენი სამხედროებისა და სამოქალაქო პირებისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წევრს კორონავირუსის დაუდგინდა, ისინი კარანტინში იმყოფებიან, ზოგიერთი სწავლება ან შეცვლილი, ან გადადებულია.
“მაგრამ ეს არ ისახება ჩვენს შესაძლებლობაზე, ჩავატაროთ ოპერაციები. ჩვენი ძალები ისევ მზადყოფნაში არიან და ჩვენი მუშაობა გრძელდება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ წევრმა ქვეყნებმა ადრე აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა გააგრძელონ, რომელიც თავდაცვის ხარჯის ზრდას გულისხმობს.
“ცხადია, რომ კრიზისის გამო ქვეყნებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მიადგებათ. მოკლევადიან პერსპექტივაში მკაცრი შედეგები იქნება, რაც ქვეყნების ბიუჯეტებზე აისახება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯის ზრდა გადაწყვიტეს, რადგან ჩვენ არაპროგნოზირებად სამყაროში ვცხოვრობთ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.