20-03-2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამი ახალი შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, რომელიც ამ ოჯახთან კონტაქტში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, აჭარაში ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევაა დადასტურებული.
"სამი ახალი შემთხვევა ევროპული ეტიოლოგიის არ არის, ოჯახმა იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის.
ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას"-განაცხადა ტიკარაძემ.