გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ასათიანი „იმედზე“ გადადის? – „არ ვარ არც მონასტერში, არც საავადმყოფოში“

16-03-2018

„უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი, 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!“ – წერს მაია ასათიანი „პროფილის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „პროფილმა“ ცოტა ხნით წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაცემები შეაჩერა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მაია ასათიანი „იმედში“ გადადის. მსგავსი ინფორმაცია სეზონის დაწყების წინაც გავრცელდა. მაშინ მაიას მართლაც ჰქონდა შეთავაზება „იმედიდან“, მაგრამ ჟურნალისტმა უარი თქვა და „რუსთავი 2“-ის ერთგული დარჩა. ვნახოთ, რას იზამს ტელეწამყვანი ამჯერად.

„რუსთავი 2“ -ის პიარის სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამბობს, რომ „პროფილის“ გადამღები ჯგუფი კვლავ დადის გადაღებებზე და ეთერში გასასვლელად ტელეწამყვანის გამოჯანმრთელებას ელოდება. 


primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930