გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ტურიზმის სექტორის გარდა, ტელევიზია ან სხვა ნებისმიერი კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს

20-03-2020

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, უკვე მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ საგადასახადო შეღავათებით - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ წარმოვადგინეთ შეღავათების პაკეტი გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა და წინა ხაზზე იყო ამ ეპიდემიური და ეკონომიკური კრისზისის დასაწყისში. ეს ეხებოდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. ამისთვის კომპანიებს ელექტრონული განცხადებით უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და შესაბამისად, ინკასო არ დაედებოდათ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, ინკასო ავტომატურ რეჟიმში დაედო რამდენიმე ათას კომპანიას, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მოხდა გადასახადის დეკლარირება.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კომპანიებს შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული განცახადი. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური მზადაა, კომპანიების წარმომადგენლებს მაქსიმალურად დაეხმაროს.

რაც შეეხება ორი ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადების საკითხს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ სფეროს, მათი მხრიდან არ იყო გადახდილი მიმდინარე დავალიანება, რის გამოც ამ ტელემაუწყებლებს, ისევე როგორც სხვა ტიპის კომპანიებს ავტომატურ რეჟიმში დაედოთ ინკასო.

„ტურიზმის სექტორის გარდა, ტელევიზია ან სხვა ნებისმიერი კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930