გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
20 ათასზე მეტი მოხალისე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში ჩაერთო

21-03-2020

20 ათასზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

მოხალისეები ბრიტანული ჯგუფის hVIVO-ს კვლევით პროგრამაშ ჩაერთნენ. მკვლევარების განცხადებით, იმის გამო, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალო გარანტირებული პრეპარატები ჯერჯერობით არ არსებობს, მოსახალისეებს არა SARS-CoV-2-ით, არამედ იმავე ოჯახის სხვა ვირუსებით დააინფიცირებენ.

ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან. ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობისთვის თითოეული მოხალისე 3500 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930