გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს

21-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე,ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულირეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.
„დღეს არსებულ ვითრებაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზეფასები არ გაიზარდოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელითაც სახელმწიფო ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასებს დააზღვევს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავდა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, შემოსავლების სამსახურთან ერთად. ყველა იმ იმპორტიორიკომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. შესაბამისად, სამინისტრო სასურსათო უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930