21-03-2020
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისფლების მოქმედება ეფექტური, ადეკვატური და ზუსტია.
"ხელისუფლება მოქმედებს ეფექტურად, ადექვატურად და ზუსტად.
შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, რომლის დროსაც შედარებით ნაკლებად იზღუდება ადამიანის უფლებები, ვიდრე ჩვეულებრივ საგანგებო მდგომარეობის დროს. გარანტირებულია პრესის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება(ჯაჭვითა და ბოქლომით).
ოპოზიციას თავისუფლად შეუძლია 8-9 კაციანი მიტინგების ჩატარება, ვინაიდან 10-მდე მაინც ვერ გაქაჩავენ ან როდის ქაჩავდნენ??ასე რომ ერთ, ორ და სამ კაციან პარტიებს ძალიან დიდი გასაქანი მიეცათ.
ასე რომ ოპოზიციავ აბა ჰე და აბა ჰო თქვენ იცით, რამდენ კაცს მოაგროვებთ 1 დან 9-მდე. და ბოქლომ-ჯაჭვებით(ალბათ მომარაგებული გაქვთ) როგორ კარგად ჩაკეტავთ ცხრაკლიტულში კორონავირუსს. თქვენი იმედი აქვს ბოკერიას, ვასაძეს და ჩერგოს......თუმცა მაგატი იმედი მათ პატრონებს არ ჰქონიათ და...?
მეგობრებო გჯეროდეთ, ამ ღვთით მოვლენილ განსაცდელს ერი, ბერი და მრევლი ერთობლივად ღირსეულად გადაიტანს"-განაცხადა გვენეტაძემ.