გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს

21-03-2020

„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებს და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მარკეტებში 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევაში ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

„ჩვეულებრივად უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგებში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 1-2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზების და რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930