გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები

21-03-2020


„საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძმ ტ/კ „იმედის“ ტელეეთერში. მისი თქმით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროებას ხედავს, რადგან ის გარკვეული შეზრუდვები, რაც პრაქტიკულად ხორციელდებოდა ქვეყანაში, საჭიროებს მხარდაჭერას.


„ საჭიროებს მხარდაჭერას, რომ იმ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც მოსახელობის დიდი ნაწილი და შესაბამისი ორგანიზაციები ისედაც ასრულდებდა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძვლები და ამ გადაწყვეტილებების სწარაფი აღსრულება მოხდეს“,- განმარტა მამუკა მდინარაძმ. მისი თქმით, დეკრეტის შემთხვევაში მთავრობას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივი საფუძველი ექნება და ამსითვის საჭირო იყოს არა 1 კვირა, არამედ 1-2 საათი. „საგანგებო მდგომარეობის დროს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არის,რაც იყო ერთ-ერთი საფუძველი, რომ მივსულიყავით საგანგებო მდგომარეობის მიღების გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის სხდავადსხვა ფორმას კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. „ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს, და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქინება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტალური შეზღუდვები არ იქნება, თუ ამისი უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, მაგრამ ამ უკიდურესი აუცილებლობის დროსაც, (რომელზეც დღეს არ არის საუბარი), თუ მთავრობა მიიჩნევს ამის აუცილებლობას, თავისი დისკრეციის ფარგლებში, ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. როცა ამ დღეებში რეკომენდაციები მიეცა სხვადასხვა დაწსესებულებებს, სავაჭრო ობიექტებს, რომ დახურულიყვნენ, 99%-ის შემთხვევაში იყო ამაზე მზაობა, მაგრამ იყო იშვიათი გამონაკლისები, როცა არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე ჩვენ შეგვეძლება სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებით ასეთი ობიექტები დროებით დავხუროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძმ. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება დეკრეტშიი, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალოს. „ ამ გზით რისკებს მინიმუმამდე შევამცირებთ. შეკრებების შეზღუდვა მოგვცემს საშუალებას, რომ თუ მოლოდინი არის რაღაც რაოდენობის ადამიანების ინფიცირების, რადიკალურად შევამციროთ ინფიცირების ეს შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემას მივცეთ საშუალება, შედარებით თავისუფლად იმოქმედოს ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დეპუტატის აზრით, ჯარის გამოყენება და მსგავსი ღონისძიებების გატარება საჭირო არ იქნება. მისივე ინფორმაციით, საერთოდ დღის წესრიგშიც არ დამდგარა ჯარის გამოყენების საკითხი კონსულტაციებისა და საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების დროს. მისი შეფასებით, პოლიციაც და ყველა შესაბამისი უწყებაც თავის საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევენ. „ ვხედავთ, რომ მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილიც მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ და რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რომ ეკონომიკა არ დადგეს რისკის ქვეშ და მისი აღდგენის პოტენციალი ძალიან არ დავასუსტოთ. მოქალაქეები, როცა რეკომენდაციებს იცავენ, მარტო ჯანმრთელობაზე კი არ ზრუნავენ, არამედ უფრთხილდებიან ეკონომიკურ პოტენციალსაც“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.​


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930