21-03-2020
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ზღუდავს მედიას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება - დაიცვან პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ზღუდავს მედიას, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება - დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, სხვა შეზღუდვები მედიას არ ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.