21-03-2020
„სავაჭრო ობიქტებში მოსახლეობის მხრიდან პროდუქტებზე პანიკური მოთხოვნა მოწოდებებში ქმნის გარკვეულ შეფერხებებს, რამაც შესაძლოა გარკვეულ რგოლში ხელოვნური, სპეკულაციური ფასების ზრდის სურვილიც გააჩინოს.
საგანგებო ჯგუფი მუშაობს ფასების სპეკულაციური ზრდის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ყველა მიმართულებით კონტროლი, ისევ და ისევ პანიკური მოთხოვნის გამო, რთულდება. საგანგებო მექანიზმით, ჩვენ იმპორტიორებს დავუზღვიეთ ფასების გაზრდის ობიექტური მიზეზები, მათ შორის ვალუტის კურსის სხვაობა; შესაბამისად, ფასების გაზრდის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ჩვენ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასებს შევინარჩუნებთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.