გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი: ყაზბეგის გამშვები პუნქტი გახსნილია და სასურსათო პროდუქცია უპრობლემოდ შემოდის

22-03-2020

„ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„რამდენიმე სამთავრობო უწყებამ ერთობლივად, უმოკლეს ვადაში შევძელით გზის გაწმენდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, მოხდა ზვავების ხელოვნური ჩამოშლა და ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაიხსნა სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში შეუფერხებლად ხდება სატვირთო ავტომობილებით სასურსათო პროდუქციის შემოტანა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, მამუკა ჯანგულაშვილის განცხადებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 450-500 სატვირთო მანქანას შეუფერხებლად ატარებს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში არც ერთი მანქანა არ არის შეჩერებული. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროდუქციის მიწოდებაში არ იყოს შეფერხება და არ გაჩნდეს დეფიციტი. მინდა აღვნიშნო, რომ საბაჟო პუნქტზე ხდება ყველა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ტარდება სკრინინგი“, - განაცხადა მამუკა ჯანგურაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930