გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“ კარანტინის რეჟიმზეა გადასული

23-03-2020

კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მოთავსებული იყო ამ კლინიკაში.

„კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას , როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის“ კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930